ნანუკა ჟორჟოლიანი - გრიგოლ ვაშაძის განცხადება თუ მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის
ნანუკა ჟორჟოლიანი - გრიგოლ ვაშაძის განცხადება თუ მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის

თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ნანუკა ჟორჟოლიანი გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„რა ძალზედ სახიფათო? ახლა გაიგეთ რომ კორონაა? ანუ, ბიძინას შედეგები სწორია? თუ არსებობენ ადამიანები, რომელთა მოტივაციაც მხოლოდ თბილი სავარძელია?! თურმე არიან! თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

გავრცელებულ განცხადებაში გრიგოლ ვაშაძემ პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.