ნანდოშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, ფინეთში ქართული ჰიმნი აჟღერდა [ვიდეო]
ფინეთის ქალაქ ვანტაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კლასიკურ წოლჭიმში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ჯემალ ნანდოშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა – 83 კგ-ში მოასპარეზე ქართველმა 195 კილოგრამი დასძლია და კვარცხლბეკზე გამარჯვებული ავიდა.
IPF-ის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებზე ქართველმა ძალოსანმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა: პირველად ნანდოშვილმა ეს 2016 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართულ 18-წლამდელი (SUB-Junior) იუნიორების მსოფლიოს პირველობაზე მოახერხა.
ამჯერად კი ნანდოშვილი პლანეტის ჩემპიონის ტიტულს 23-წლამდელა (Junior) ახალგაზრდებში მოიპოვა.