ქართული წყვილი ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
ქართული წყვილი ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

ტოკიოში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომაში ქართველმა გოგონებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს.

11-12 წლამდელთა კატეგორიაში მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა ჩინებულად იასპარეზეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.

ქართულმა წყვილმა კვალიფიკაციაში 44.710 ქულა მოაგროვა და მხოლოდ იაპონელებს ჩამორჩა, ფინალში კი 44.340 ქულით პირველები იყვნენ და ოქროს მედლები მოიპოვეს.

საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონატზე მსაჯთა შორის ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, რუსუდან ხოფერია წარმოადგენს.