მსოფლიოს ჩემპიონმა გერმანიასთან და ჰოლანდიასთან სექტემბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

08:33, 31.08.2018

მსოფლიოს ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებმა გერმანიასთან და ჰოლანდიასთან სექტემბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. გამოძახებულ ფეხბურთელებს შორის მხოლოდ ერთი არ არის მსოფლიოს ჩემპიონი – მესამე მეკარე ბენუა კოსტილი “ბორდოდან”.

დიდიე დეშამის არჩევანი ასეთია:

მეკარეები – ალფონს არეოლა (პსჟ), უგო ლორისი (“ტოტენჰემი”, ინგლისი), ბენუა კოსტილი (“ბორდო”);

მცველები – ლუკას ერნანდესი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), პრესნელ კიმპემბე (პსჟ), ბენჟამენ მენდი (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ბენჟამენ პავარი (“შტუტგარტი“, გერმანია), ადილ რამი (“მარსელი”), ჯიბრილ სიდიბე (“მონაკო”), სამუელ უმტიტი (“ბარსელონა”, ესპანეთი), რაფაელ ვარანი (“რეალი”, ესპანეთი);

ნახევარმცველები – ნ’გოლო კანტე (“ჩელსი”, ინგლისი), ბლეზ მატუიდი (“იუვენტუსი”, იტალია), სტივენ ნ’ზონზი (“რომა”), პოლ პოგბა (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), კორენტენ ტოლისო (“ბაიერნი”, გერმანია);

ფოვარდები – უსმან დემბელე (“ბარსელონა”, ესპანეთი), ნაბილ ფეკირი (“ლიონი”), ოლივიე ჟირუ (“ჩელსი”, ინგლისი), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ტომა ლემარი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), კილიან მბაპე (პსჟ), ფლორიან ტოვენი (“მარსელი”).

საფრანგეთის ნაკრები 6 სექტემბერს გასვლაზე შეხვდება გერმანიას, 9 სექტემბერს კი შინ ჰოლანდიას მიიღებს.

მსგავსი