ნანა ძაგნიძე სწრაფ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონია. მცირე ხნის წინ, საუდის არაბეთში დასრულდა მსოფლიოს პირველობა სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.
ოთხდღიანი ასპარეზობის საპრიზო ფონდი ორ მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც მსგავსი ტურნირებისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
დღეს ელვისებურ ჭადრაკში ნანა ძაგნიძე ბოლო, 21-ე ტურში სომეხ ელინა დანიელიანს დაუზავდა, 16,5 ქულა დააგროვა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ქართველმა მოჭადრაკემ ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა, დაამარცხა მსოფლიოს მოქმედი ტან ჟონგი, ასევე ორი ყოფილი ჩემპიონი – ჟუ ვენჟეუნი და ანა უშენინა, ტურნირის მეორეადგილოსანი, რუსი ვალენტინა გუნინა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ძაგნიძემ წელს ლატვიის დედაქალაქ რიგაში კლასიკურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.