ნაიჯელ ფარაჯი - ბრექსითის აღსრულებასთან დაკავშირებით ტერეზა მეის გეგმა არასწორია
გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერი, ნაიჯელ ფარაჯი მიიჩნევს, რომ ტერეზა მეის მთავრობა ევროკავშირიდან ბრექსითის გამოსვლის პროცესს არასწორად წარმართავს.
ფარაჯი ერთ-ერთია იმ პოლიტიკოსებს შორის, ვინც ბრექსითს თავიდანვე ემხრობოოდა. იგი მიიჩნევს, რომ ოფიციალური ლონდონი ევროკავშირთან იმაზე მეტ დათმობაზე მიდის, ვიდრე ეს ბრექსითის პროცესითაა გათვალისწინებული.
„ტერეზა მეის მთავრობას რჩევები სჭირდება, თუ როგორ წარმართოს ბრექსითი უმტკივნეულოდ, მათ კი, ვინც ამ პროცესს ეწინააღმდეგება, მე ისეთ გაკვეთილს ჩავუტარებ, რომელიც არასოდეს დაავიწყდებათ“, – განაცხადა ნაიჯელ ფარაჯმა ბრიტანულ გამოცემა Telegraph-თან ინტერვიუში.
პოლიტიკოსის სიტყვები ლეიბორისტული პარტიის რამდენიმე წევრმა მუქარად მიიღო.
ნაიჯელ ფარაჯის თქმით, სწორედ ტერეზა მეის დამსახურებაა ის ფაქტი, რომ დღეს ბრექსითს ნაკლები ადამიანი ემხრობა, ვიდრე 2016 წელს, როცა გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულ რეფერენდუმში ხმათა უმრავლესობით სწორედ ევროკავშირიდან გამოსვლის მომხრეებმა გაიმარჯვეს.