თბილისში, ნაძალადევის რაიონში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
ცეცხლი მექანიზაციის ქუჩაზე მდებარე საწარმოს გაუჩნდა. ადგილზე იმყოფებიან აღნიშნული საწარმოს მფლობელები, რომელთაც საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადეს, რომ შენობაში ლამინატის საამქრო იყო. მათივე თქმით, ჯერ უცნობია, რა ზარალი მიადგათ ხანძრის შედეგად.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.