ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე ავტოავარიის შედეგად გაზის მილი დაზიანდა
ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე ავტოავარიის შედეგად გაზის მილი დაზიანდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სახანძრო-სამაშველოსა და “ყაზტრანსგაზ თბილისის” ბრიგადები.
შემთხვევის ადგილი გადაკეტილია. “ყაზტრანსგაზ თბილისის” წარმომადგენლების თქმით, ამ უბნის მცხოვრებლებს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდებათ.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.