ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე ავტოავარიის შედეგად გაზის მილი დაზიანდა

13:02, 05.12.2017

ნაძალადევის რაიონში,  ზესტაფონის ქუჩაზე ავტოავარიის შედეგად გაზის მილი დაზიანდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია,  სახანძრო-სამაშველოსა და “ყაზტრანსგაზ თბილისის” ბრიგადები.

შემთხვევის ადგილი გადაკეტილია. “ყაზტრანსგაზ თბილისის” წარმომადგენლების თქმით, ამ უბნის მცხოვრებლებს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდებათ.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი