ნაძალადევის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, რომ მახალდიანის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს გამგეობა დაეხმარება
ნაძალადევის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, რომ მახალდიანის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს გამგეობა დაეხმარება

ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილის, ირაკლი ანდღულაძის განცხადებით, მახალდიანის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს გამგეობა დაეხმარება.

როგორც ირაკლი ანდღულაძემ აღნიშნა, ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

„დაახლოებით ექვსიდან რვა ოჯახამდე არის დაზარალებული. გამგეობის წარმომადგენლები ყველანი აქ ვართ. შესაბამისი სამსახურები მობილიზებული არიან. მიმდინარეობს სალიკვიდიციო სამუშაოები. ღია ცის ქვეშ არავინ არ დარჩება და გამგეობის შესაძლებლობებში ყველანაირად გვერდში დავუდგებით. გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერს დაადგენს“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე ირაკლი ანდღულაძემ.

თბილისში, მახალდიანის ქუჩაზე, სადაც ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს გაუჩნდა, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.