თბილისში, მახალდიანის ქუჩაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს [ფოტო]
თბილისში, მახალდიანის ქუჩაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს [ფოტო]

თბილისში, მახალდიანის ქუჩაზე, სადაც ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს გაუჩნდა, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. არ არიან დაშავებულები.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზიანდა შვიდი სახლი.

„დაახლოებით შვიდის ნახევარზე შემოვიდა ინფორმაცია, რომ მახალდიანის 28-ში იწვოდა რამდენიმე სახლი. ადგილზე რვა წუთში მობილიზებული იყო 15 სახანძრო ავტოცისტერნა და სამაშველო ჯგუფი. დროული რეაგირების შედეგად თავიდან იქნა აცილებული ხანძრის გავრცელება. ამ მომენტისთვის ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დაშავებული არავინაა. ზარალის თვლიან. ამ დროისათვის ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. არანაირი დაგვიანება არ იყო, ზუსტად რვა წუთში ადგილზე გამოვცხადდით“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ.