„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით თბილისში აქცია-პერფორმანსი გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა თბილისში აქცია-პერფორმანსი გამართეს.
ისინი გმირთა მოედნის ესტაკადაზე გიორგი გახარიას საწინააღმდეგო პლაკატებით განლაგდნენ და შეძახილებით შს მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, აქციები პერმანენტულად გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება და გიორგი გახარია დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.