გენერალურ პროკურატურასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა
გენერალურ პროკურატურასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

ზვიად კუპრავამ და მისმა თანამოაზრეებმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა პროკურატურასთან ირაკლი შოთაძის გამოსახულებით ბიუსტი მიიტანეს.

აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი ამ ფორმით გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებენ.

ზვიად კუპრავას განცხადებით, შოთაძის წინააღმდეგ აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს.

„ეს კლანი, რომელიც პროკურატურაში ცდილობს დაბრუნებას, ვერ უნდა დაბრუნდეს. დღეს აქ მოვიტანეთ ბიუსტი ირაკლი შოთაძის გამოსახულებით და ხედავთ, რომ აქ არის ბიძინა ივანიშვილიც, ოთარ ფარცხალაძეც. შოთაძის პატრონი არის ფარცხალაძე, „ხაზეინი“ კი არის ბიძინა ივანიშვილი. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება შოთაძის და მისი პატრონების წინაღმდეგ. თუ დანიშნავენ მას გენერალურ პროკურორად, რა თქმა უნდა, მათ ეს მოუწევთ საკმაოდ დიდი პროტესტის ფონზე და ასევე მოუწევთ საკმაოდ დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა“, – განაცხადა კუპრავამ.

ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.