არასამთავრობო ორგანიზაციამ „ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“ პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართა [ვიდეო]

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“ პარლამენტის წინ აქცია-პერფორმანსი გამართა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კასრი წარწერით: „დაკონსერვებული საქართველო“ მიიტანეს. მათი თქმით, სწორედ ასე აკონსერვებს მოსახლეობას მთავრობა.

აქციის მონაწილეები შეზღუდვების მოხსნას და პირველ თებერვლამდე ტრანსპორტის აღდგენას ითხოვენ.

„ჩვენ ვაპროტესტებთ შეზღუდვებს. კერძოდ, ტრანსპორტთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა აქციების სერია. ეს არის მეოთხე აქცია, ლოზუნგით – „ხალხს შია, აღადგინე ტრანსპორტი“. ჩვენი მოთხოვნაა, აღდგეს ტრანსპორტი პირველ თებერვლამდე. თუ არ დაკმაყოფილდება ეს მოთხოვნა, ვაანონსებთ 24-საათიან აქციებს. ირღვევა თანასწორობის პრინციპი. ყველაზე ღარიბ ფენას ურტყამს აღნიშნული შეზღუდვა ტრანსპორტთან დაკავშირებით. დროა, ხალხი გამოფხიზლდეს, რადგან მთავრობაც, ოპოზიციაც და სამოქალაქო სექტორიც ჯერ კიდევ საცივის ნოსტალგიაში არიან და ვერ ხვდებიან, რა ხდება სინამდვილეში“, – ​განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი კირხანიდმა.