„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა POSTV-ს გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალება არ მისცეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა POSTV-ს გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალება არ მისცეს

გურჯაანში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა POSTV-ს გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალება არ მისცეს.

POSTV-ს ინფორმაციით, ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლას პირადად ნიკა მელია ცდილობდა და მან ჟურნალისტ ნუცა კოროშინაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენა, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მხრიდან აგრესიაც მოჰყვა.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები მუშაობის საშუალებას არც „იმედის“ გადამღებ ჯგუფს აძლევდნენ. რამდენიმე დემონსტრანტი „იმედის“ ოპერატორისკენ დასარტყმელადაც კი გაიწია.