„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე საქართველოს პატრიარქის ეპისტოლეს აფასებს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე საქართველოს პატრიარქის ეპისტოლეს აფასებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს „ფეისბუქში“ ეხმაურება და წერს, რომ „საპატრიარქომ ყველა ერთად ჯოჯოხეთის კუპრში მოხარშა“.

„სატანისტები ეგენი“: მარკ ტვენი, გოეთე, ფრანსუა რაბლე, ემილ ზოლა, სტენდალი, შილერი, დრაიზერი, კაფკა, გაშეკი, ოსკარ უაილდი, ჰაინრიხ ჰაინე, ჩაპეკი, ანატოლი ფრანსი, ჩეხოვი, პუშკინი, ლერმონტოვი, ტარას შევჩენკო, კამიუ, აიზეკ აზიმოვი, ჰემინგუეი, ელიოტი, ედგარ პო, მარსელ პრუსტი, გოია, ნიკოლა პაგანინი, უმბერტო ეკო, არტურ შოპენჰაუერი, ჰოლბახი, სუნ ცზი, თომას ჰობსი, ჩარლზ დარვინი, პროტაგორე, ეპიკურე, ემპედოკლე, იუმი, ვოლტერი, ჰელვეციუსი, დიდრო, ლინკოლნი, ფრანკლინი, ჯეფერსონი, ნიცშე, სპინოზა, ბერტრან რასელი, ნაპოლეონი, პაოლო პაზოლინი, სტენლი კუბრიკი, ვუდი ალენი, ჩარლი ჩაპლინი და ა.შ და ა.შ.

მოხარშა ყველა ერთად ჯოჯოხეთის კუპრში საპატრიარქომ.

სააღდგომო ეპისტოლეს „ჭეშმარიტად“ „ჰუმანური“ სიტყვები:

„ათეისტური სულისკვეთების მქონენი ეყრდნობიან თავის გონებას და იმ მონაცემებს, რისი შეცნობის საშუალებასაც ჩვენი გრძნობის ხუთი ორგანო იძლევა; მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ რაიმე ადამიანის ბუნების საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, – სულიერ ცხოვრებაზე. მათთვის სიტყვა „ცოდვა“, „განწმენდა-კათარზისი“, ისეთივე გაუგებარია, როგორც „თავმდაბლობა“ ან „სინანულის განცდა“. ასეთთა შორის, როგორც წესი, სხეული და მიწა ბატონობს და არა ზეცა და სული“.

ჩეხოვიც კი (ჩემი საყვარელი მწერალი) სიამოვნებით მოაწერდა ხელს (გვიანი ტოლსტოიც) ამ ეპისტოლეს, ბოლოში დიდი „სმაილიკით“, იმ დროს რომ ცოდნოდათ ასეთი სასვენი ნიშანი“, – წერს რომან გოცირიძე.

ამასთან, გოცირიძე სხვადასხვა ეკლესიის სააღდგომო ეპისტოლეებს აფასებს.

„სპეციალურად წავიკითხე სხვადასხვა ეკლესიის სააღდგომო ეპისტოლეები. რამდენიმეს გამოვყოფ:

რომის პაპის – ზოგადსაკაცობრიო, ტერორიზმი, შერიგება, მიტევება, სირია, ვენესუელა, ლიბანი, შრი-ლანკა, კონფლიქტი უკრაინაში და ა.შ.

კონსტანტინეპოლის პატრიარქის – მართლმადიდებლურ იდენტობაზე, სიკვდილის შიშის დაძლევაზე, ამქვეყნიურ სიკეთეებზე გამოდევნების მავნებლობაზე, დაგმობილია „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ აღარ ვიქნებით“, მეცნიერებას და ეკონომიკას არ შეუძლია გამოსავლის მოძებნა და ა. შ. არც ერთხელ „ქრისტიანობა“, ყველგან (ბევრჯერ და ხაზგასმულად) „მართლმადიდებლობა“.

რუსეთის – ზოგადდოგმატური, კონკრეტიკის გარეშე.

უკრაინის – დაწვრილებით არის მოთხრობილი აღდგომის ისტორია. ღმერთისადმი სიყვარულზე. არცერთი სიტყვა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე და სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებზე.

სომხეთის – მშვიდობაზე, სიყვარულზე, სოლიდარობაზე, ერთობაზე, ოჯახის სიმტკიცეზე, ძლიერ სახელმწიფოზე.

საქართველოს საპატრიაქო – მებრძოლი, აგრესიული, მტრის ხატის ძებნა, კუდიანებზე ნადირობა. ქვეყანაში შექმნილი ატმოსფეროს ეკლესიური გამოძახილია.

აღდგომას გილოცავთ!“, – წერს რომან გოცირიძე „ფეისბუქში“.