„ნაციონალური მოძრაობის“ ჭიათურის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი ჩიკვილაძემ პოსტი დატოვა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჭიათურის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი ჩიკვილაძემ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა.
როგორც ჩიკვილაძემ საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად და ფრაქციის თავმჯდომარედ.
ჩიკვილაძე გადაწყვეტილების მიზეზად ასახელებს „პარტიის პრიორიტეტების აღრევას“. ჩიკვილაძის განცხადებით, ამ ეტაპზე პარტიის მთავარი საზრუნავი „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა იყოს.
„დღეს ფრაქციის სხდომაზე დავტოვე რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა, თუმცა დავრჩი ფრაქციის თავმჯდომარედ და საკრებულოს წევრად, მაგრამ ამათთან ურთიერთობა ამ საკითხებში ალბათ არ მექნება. ვფიქრობ, პარტიის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს პარტიის დამფუძნებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამაზე ზრუნვა. ეს რომ ვერ შევამჩნიე და ვერ დავინახე, აქედან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ჩიკვილაძემ.