„მზიურის“განახლება სავარაუდოდ 9 მილიონი ლარი დაჯდება. ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, დონორი კი ევროპის საინვესტიციო ბანკია.
დაინტერესებული კომპანიების წინადადებების მიღება 28 იანვრიდან 1 თებერვლამდე იწარმოებს. გამარჯვებულ კომპანიას კი სამუშაოს ჩასატარებლად 540-დღიანი ვადა ექნება.
პარკი 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.