„მზიურის“განახლება სავარაუდოდ 9 მილიონი ლარი დაჯდება

17:41, 25.12.2017

„მზიურის“განახლება სავარაუდოდ 9 მილიონი ლარი დაჯდება. ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, დონორი კი ევროპის საინვესტიციო ბანკია.

დაინტერესებული კომპანიების წინადადებების მიღება 28 იანვრიდან 1 თებერვლამდე იწარმოებს. გამარჯვებულ კომპანიას კი სამუშაოს ჩასატარებლად 540-დღიანი ვადა ექნება.

პარკი 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.

მსგავსი