ჯუანშერ ბურჭულაძე - თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განახლდა
ჯუანშერ ბურჭულაძე - თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განახლდა

თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სამხედრო ავიაციის საფრენი აპარატების მნიშვნელოვანი ნაწილის აღდგენა-მოდერნიზება უკვე დასრულებულია.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ავიაციის აღდგენა-მოდერნიზების კუთხით.

„გასულ წლებში განახლდა თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს პროცესი დღესაც აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც განვაგრძობთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ავიაცია ფაქტობრივად, იყო დაუკომპლექტებელი. სულ რაღაც ოთხ წელიწადში ჩვენ მოვახერხეთ, რომ დღეს ჩვენს ავიაციას უკვე გამართულ მდგომარეობაში ჰყავს SU–25-ები, UH-1H ტიპის შვეულმფრენები, ასევე MI- 8, MTV და MI–24-ის ტიპის შვეულმფრენები. ჩვენ ასევე დავიწყეთ სასწავლო-საბრძოლო L39 თვითმფრინავების და AN-2-ების, ასევე სასწავლო თვითმფრინავების აღდგენა, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.