პლანეტის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მზის დაბნელების მომსწრე გახდა. დედამიწის გარკვეულ რეგიონებში მზე რგოლისებურად დაბნელდა, ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის საქართველოში კი ნაწილობრივად.
მზის დაბნელებას იწვევს მთვარის გავლა დედამიწასა და მზეს შორის, რა დროსაც მთვარის ჩრდილი ჩვენს პლანეტას ეცემა.
საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფმა, ირაკლი გედენიძემ მოვლენა თბილისიდან გადაიღო.
მზის შემდეგი დაბნელება 2020 წლის 14 დეკემბერს მოხდება, თუმცა, მოვლენა საქართველოდან არ გამოჩნდება. მზე სრულად არგენტინისა და ჩილეს გარკვეულ ნაწილში დაბნელდება.