სამხრეთ ნახევარსფეროს გარკვეულ ნაწილში მზის სრული დაბნელება მოხდა [ფოტოები]
სამხრეთ ნახევარსფეროს გარკვეულ ნაწილში მზის სრული დაბნელება მოხდა [ფოტოები]

წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილის ვიწრო ზოლში მზის სრული დაბნელება მოხდა. მოვლენის დანახვა შესაძლებელი იყო ჩილეს, არგენტინისა და ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილის გარკვეული ტერიტორიებიდან. სამხრეთ ამერიკისა და წყნარი ოკეანის უფრო ვრცელი რეგიონებიდან კი ნაწილობრივი დაბნელება მოჩანდა.

მიუხედავად იმისა, რომ მზის დაბნელება წელიწადში რამდენჯერმე ხდება, სრული დაბნელება იშვიათია და ეს მოვლენა 2020 წელს პირველი და უკანასკნელი იყო.

მზის დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც დედამიწის პერსპექტივიდან მთვარე მზის წინ გაივლის. როდესაც ზუსტად ერთ ხაზზე განლაგდებიან, მთვარე მზის მთლიან დისკოს ფარავს და იწვევს მის სრულ ჩაბნელებას. ამ მომენტამდე და ამის შემდეგ კი მზე ნაწილობრივ დაბნელებული ჩანს.