მწერალთა სახლში პროექტის - „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
მწერალთა სახლში პროექტის – „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე მიწვეულმა ავტორებმა გელა ჩარკვიანმა, ალეკო შუღლაძემ და გიორგი კეკელიძემ თავიანთი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს, ისაუბრეს წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე.
წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე წელს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით მესამედ აღინიშნა.
„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. დღესვე გამოავლინეს „წლის წიგნის ქომაგი“, ტრადიციული პრემიით წელს თემურ ჩხეიძე დაჯილდოვდა.