„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში და მწერალთა სახლის ორგანიზებით, საქართველო გვადალახარასა და თესალონიკის წიგნის ბაზრობებზე პირველად წარდგება
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში და მწერალთა სახლის ორგანიზებით, საქართველო გვადალახარასა და თესალონიკის წიგნის ბაზრობებზე პირველად წარდგება

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, მწერალთა სახლის ორგანიზებითა და საბერძნეთსა და მექსიკაში საქართველოს საელჩოებთან პარტნიორობით, საქართველო პირველად წარდგება გვადალახარასა და თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე.

27 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე, გვადალახარას წიგნის ბაზრობაზე, საქართველო ეროვნული სტენდითა და ლიტერატურული პროგრამით იქნება წარმოდგენილი, რომლის ფარგლებშიც ოთხი ღონისძიება იგეგმება: 27 ნოემბერი – იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქები. მონაწილეები: ნინია მაჭარაშვილი („თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“), გერალდ ლაიტნერი (IFLA – საბიბლიოთეკო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია) და მარტინ სოლარესი (მწერალი, „გვადალახარა – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“).

28 ნოემბერი – საუბრები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე. მონაწილეები: დათო ტურაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, არჩილ ქიქოძე. მოდერატორი: ნიკოლას კამარენა (Dharma Books). 28 ნოემბერი – ორი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ამბავი. მონაწილეები: არჩილ ქიქოძე, მარტინ სოლარესი („გვადალახარა – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“), ლუკა გრიგოლია („თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“). 29 ნოემბერი – პროფესიული ღონისძიება ესპანურენოვანი გამომცემლებისთვის ქართული ლიტერატურის გასაცნობად. მონაწილეები: ნატალია ლომოური, ნინია მაჭარაშვილი, დათო ტურაშვილი.

გვადალახარას წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტენდის სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ უახლეს ქართულ გამოცემებს და ქართული ლიტერატურის უცხოენოვან თარგმანებს. გვადალახარას წიგნის ბაზრობა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ, მნიშვნელობითა და სიდიდით, მსოფლიოში მეორეა,  ესპანურენოვან სამყაროში კი, ყველაზე ავტორიტეტულია და, მასში მონაწილეობას, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისა და ესპანურ ენაზე თარგმნის ხელშეწყობისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს/

25-28 ნოემბერს, თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, საქართველო ეროვნული სტენდითა და ლიტერატურული პროგრამით წარდგება. ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილია, სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიებები: 26 ნოემბერი – ლაშა ბუღაძის რომან „ლიტერატურული ექსპრესის“ ბერძნულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია. მოდერატორი: ანა რუცი („ათენი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“). 26 ნოემბერი – ბერძენი გამომცემლებისთვის ქართული ლიტერატურის გაცნობა. მონაწილე: მაია დანელია (მწერალთა სახლი.

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტების პრეზენტაცია. მონაწილე: თამარ თოფურიძე („თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“). 27 ნოემბერი – პაატა შამუგიას პოეტურ კრებულშიზოგადოებასბერძნულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია. მოდერატორი და მთარგმნელი: ეკატერინე ჯანაშია.

თესალონიკის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტენდის სტუმრები გაეცნობიან უახლეს ქართულ გამოცემებსა და ქართული ლიტერატურის უცხოენოვან თარგმანებს, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის გამოცემებს ელინისტიკის სფეროში. თესალონიკის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და ლიტერატურული პროგრამით წარდგენა, ხელს შეუწყობს ბერძნული და ბალკანეთისპირეთის გამომცემლობების დაინტერესებას ქართული ლიტერატურითა და მთარგმნელობითი პროცესის გაძლიერებას.