მწერალთა სახლში მე-8 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა.
გახსნის ცერემონიალს 16 ქვეყნის 22 ავტორი, ქართველი მწერლები და პოეტები, ასევე საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წლევანდელი ფესტივალის თემაა „ერთი მომავალი“.
ფესტივალი წარადგენს ავტორებს საქართველოდან, უკრაინიდან, აშშ-დან, იაპონიიდან, საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ირლანდიიდან, ნიდერლანდებიდან, აზერბაიჯანიდან, ბელგიიდან, საბერძნეთიდან, ხორვატიიდან, სომხეთიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან და ლატვიიდან. ფესტივალი შვიდი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.