მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას დღეიდან განაახლებენ.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას სამედიცინო პროტოკოლის სრული დაცვით განაახლებენ.
„რაც შეეხება თეატრებს, სპორტულ კლუბებს, პროფესიულ ანსამბლებს, აქაც ორ ეტაპად არის პროცესი დაყოფილი. პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს სარეპეტიციო პროცესს და ვარჯიშს. ეს პროცესი დაიწყება 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენა, რაც უკვე გულისხმობს თეატრალურ წარმოდგენებს, სპორტულ შეჯიბრებებს, კონცერტებს უკვე მაყურებლების დასწრებით, ეს პროცესი იქნება პირველი აპრილიდან. კიდევ ერთხელ მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, იმისთვის, რომ შევასრულოთ ეს გეგმა. უაღრესად მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ ზედმიწევნით დაიცვას სამედიცინო პროტოკოლი“, – განაცხადა ჩხენკელმა.