მუმბაის ცენტრში გაჩენილ ხანძარს 15-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიდევ ათმა დაზიანებები მიიღო.
ხანძარი კომპლექს „კამალა მილსში“ გვიან ღამით გაჩნდა, სადაც ოფისები და რესტორნებია განთავსებული. ცეცხლი მთელს შენობას მალევე მოედო. კომპლექსი ღამის გართობის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.
წინასწარი მონაცემებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოკლე ჩართვაა.