მუხიანში, გობრონიძის ქუჩაზე მოპედი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოპედის მძღოლი დაშავდა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.