მუხიანში მოპედი ავტომობილს შეეჯახა – დაშავებულია ერთი ადამიანი

01:19, 26.12.2017

მუხიანში, გობრონიძის ქუჩაზე მოპედი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოპედის მძღოლი დაშავდა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

მსგავსი