მუხათგვერდის სასაფლაოზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
ცეცხლი დაახლოებით ორ ჰექტარზე იყო გავრცელებული.
ამ დროისთვის მცირე კერების დაქრობა მიმდინარეობს.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლის საფლავებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.