მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის ჯარის მობილიზება მიმდინარეობს
მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის ჯარის მობილიზება მიმდინარეობს

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანი ჯარისა და სამხედრო აღჭურვილობის მობილიზებას ახდენს. სომხური გამოცემა News.am-ის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, აზერბაიჯანელი სამხედროების გადაადგილება შეხების ხაზის რამდენიმე მიმართულებით შეინიშნება.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარგსიანი გაემგზავრა.

ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე მსჯელობენ ერევანში. სომხეთის პრმეიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები მიიღეს. სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, აზერბაიჯანის მხრიდან არსებული პროვოკაციები ოფიციალური ბაქოს სამშვიდობო განზრახვებს საეჭვოს ხდის.