მთიან აჭარაში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
მთიან აჭარაში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

მთიან აჭარაში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 30-ე მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

30-ე ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი ორ ბიულეტენს მიიღებს – ყვითელს – აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული, ხოლო ვარდისფერს – საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნებისთვის.

პარლამენტში მოსახვედრად „ქართული ოცნებიდან“ ანზორ ბოლქვაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კი მიშა ბოლქვაძე იბრძვიან.

რაც შეეხება აჭარის უმაღლეს საბჭოს, „ქართული ოცნებიდან„ ფრიდონ ფუტკარაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კი გია აბულაძე არიან წარდგენილები.

30 მაჟორიტარული ოლქის საოლქო-საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელების ინფორმაციით, ამ დრომდე მათთან არც ერთი საჩივარი არ არის შესული.