მთაწმინდის ფერდობზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთო [ფოტო, ვიდეო]

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც.

მთაწმინდის ფერდობზე ცეცხლი ცოტა ხნის წინ ბალახს და ბუჩქებს გაუჩნდა. რამ გამოიწვია ხანძარი, ამ დროისთვის უცნობია.