მთავრობის დადგენილებით ქართული სპორტის მუზეუმი  საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შეუერთდება
მთავრობის დადგენილებით ქართული სპორტის მუზეუმი  საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შეუერთდება

ქართული სპორტის მუზეუმი  საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შეუერთდება. რეორგანიზაციის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. დადგენილების თანახმად, სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმი სსიპ – ქართული სპორტის მუზეუმის უფლებამონაცვლედ ჩაითვლება.

რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა. ღონისძიებები 2018 წლის 1 ივნისამდე უნდა დასრულდეს.

მთავრობის დადგენილება „სსიპ – ქართული სპორტის მუზეუმის სსიპ – საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ“ საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 16 აპრილს გამოქვეყნდა