მთავრობის დადგენილებით ქართული სპორტის მუზეუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შეუერთდება

17:45, 16.04.2018

ქართული სპორტის მუზეუმი  საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შეუერთდება. რეორგანიზაციის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. დადგენილების თანახმად, სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმი სსიპ – ქართული სპორტის მუზეუმის უფლებამონაცვლედ ჩაითვლება.

რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა. ღონისძიებები 2018 წლის 1 ივნისამდე უნდა დასრულდეს.

მთავრობის დადგენილება „სსიპ – ქართული სპორტის მუზეუმის სსიპ – საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ“ საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 16 აპრილს გამოქვეყნდა

მსგავსი