მთავრობის ანგარიში - 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა 3,39 პროცენტით შემცირდა
მთავრობის ანგარიში - 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა 3,39 პროცენტით შემცირდა

2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა 3,39%-ით (-1908 ფაქტი) შემცირდა. ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორებიცაა: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ყაჩაღობა, ქურდობა, მათ შორის, ბინიდან ქურდობა, თაღლითობა და სხვა.

მთავრობის ცნობით, უპრეცენდენტოდ მაღალია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რომელიც 62%-ს აღემატება.