მთავრობის ანგარიში - 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და მის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება
მთავრობის ანგარიში - 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და მის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება

2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და მის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება, – ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის გასული წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა შემცირებულია 7%-ით, დაღუპულთა რაოდენობა – 4%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა კი − 2%-ით.

მთავრობის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი და საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით, დამონტაჟდა 1 309 ვიდეოკამერა: 969 − ზოგადი ხედვის, ხოლო 340 − ნომრის ამომცნობი.

„დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით სულ დამონტაჟებულია 6 765 ვიდეოკამერა: 4 572 − ზოგადი ხედვის, ხოლო − 2 193 ნომრის ამომცნობი“, – ნათქვამია ანგარიშში.