მთავრობის ადმინისტრაციაში ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინტერრელიგიური კალენდრის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინტერრელიგიური კალენდრის პრეზენტაცია გაიმართა. მისი მიზანი შშმ პირთა მიმართ საზოგადოების მგრძნობელობის ამაღლება და საზოგადოებაში მათი მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობაა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უკვე მეხუთე წელია, რაც ინტერრელიგიურ კალენდარს გამოსცემს. 2018 წელს კი მას ახალი ფორმატი დაემატა – კალენდარი ბრაილის შრიფტითაა დაბეჭდილი და მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის არის განკუთვნილი.
პრეზენტაციას უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.