მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო შესაძლოა, გაუქმდეს
საქართველოს მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების ფარგლებში შესაძლოა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გაუქმდეს.
კრიზისების მართვის საბჭოს ამ დროისთვის მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობს. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო 2014 წლის 1-ელ იანვარს შეიქმნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას დღეს, 11:00 საათზე გააკეთებს.