მთავრობა ქუჩაში მცხოვრები ან მომუშავე ბავშვების გადაყვანასთან დაკავშირებით ახალი ნორმების მომზადებას აპირებს
მთავრობა ქუჩაში მცხოვრები ან მომუშავე ბავშვების გადაყვანასთან დაკავშირებით ახალი ნორმების მომზადებას აპირებს

საქართველოს მთავრობა ქუჩაში მცხოვრები ან მომუშავე ბავშვების გადაყვანასთან დაკავშირებით, ახალი საკანონმდებლო ნორმების მომზადებას აპირებს. აღნიშნულზე საუბარია მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანონშემოქმედებით გეგმაში.

გეგმაში ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე ვრცელი ინფორმაცია არ არის მოცემული, თუმცა აღნიშნულია, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში არ არსებობს ეფექტიანი ნორმები, რომლებიც სამართალდამცველს შესაძლებლობას მისცემდა, დროულად და ეფექტიანად მოეხდინა მიუსაფარ/ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებზე რეაგირება.

მთავრობის განმარტებით, პოლიციელი უფლებამოსილია, მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველზე გადაიყვანოს ბავშვი თავშესაფარში, თუმცა იმის გამო, რომ ხშირად ვერ ხდება ბავშვის/მისი მშობლების ვინაობის დადგენა, ყოველივე ეს შემაკავებელი ორდერის გამოცემას ართულებს.

„ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდეს, რაც შესაძლებელს გახდის ბავშვის გადაყვანას შემაკავებელი ორდერის გამოცემის გარეშე, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს პროცედურას“, – აღნიშნულია პროექტში.

დატოვე კომენტარი