მთავარი როლის შემსრულებელი მამაკაცის ნომინაციაში „ოსკარი“ რემი მალეკმა მოიპოვა [ვიდეო]
მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში გამარჯვება რემი მალეკმა მოიპოვა. ეს მსახიობის პირველი „ოსკარია“.
მალეკს „ოსკარი“ ელისონ ჯენიმ და ლეგენდარულმა ინგლისელმა მსახიობმა, გარი ოლდმენმა გადასცეს.
რემი მალეკი ფილმ „ბოჰემურ რაფსოდიაში“ ლეგენდარულ მუსიკოსს, ფრედი მერკურის განასახიერებს.
„ბოჰემური რაფსოდიის“ მსოფლიო პრემიერა 24 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში გაიმართა. ფილმი „ქუინის“ ტრიუმფალურ წარმატებებსა და მაყურებლისთვის აქამდე უცნობ ისტორიებზე მოგვითხრობს.
„ოსკარის“ სრულ ტრანსლაციას პირველი არხი მაყურებელს პირდაპირ ეთერში სთავაზობს. განმეორებით კი „ოსკარის“ რიგით 91-ე დაჯილდოების ცერემონია 25 თებერვალს, „მოამბის“ მთავარი გამოშვების შემდეგ გავა.