მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში „ფეისბუქი“ მიუწვდომელია. პორტალ „დაუნ დეტექტორის“ ცნობით, სოციალური ქსელი შეფერხებით მუშაობს ან სრულიად გათიშულია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, კვიპროსში, საბერძნეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-ში, კანადასა და კიდევ 32 სხვა ქვეყანაში.
მომხმარებელთა ცნობით, ხარვეზებით მუშაობს „ინსტრაგრამიც“.
მასშტაბური შეფერხების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.