ილონ მასკი „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ გათიშვას თავის სოციალურ ქსელში ეხმაურება – თუ ამ პოსტს კითხულობთ, ეს იმიტომ, რომ ჩვენი სერვერები მუშაობს

20:23, 05.03.2024

„ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ გათიშვას ილონ მასკი თავის სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება და სახალისო ფოტოსაც ავრცელებს.

„თუ ამ პოსტს კითხულობთ, ეს იმიტომ, რომ ჩვენი სერვერები მუშაობს“, – წერს მასკი.

სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ არ მუშაობს. მომხმარებლებს სოციალური ქსელი დაახლოებით ერთი საათის წინ გაეთიშათ. „მეტაში“ აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ.

მსგავსი