კომპანია „მეტაში“ აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპს „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ დაბლოკილ ანგარიშებს აღუდგენენ

09:38, 26.01.2023

კომპანია „მეტაში“, რომელიც „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამს“ აერთიანებს, აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაბლოკილ ანგარიშებს უახლოეს მომავალში აღუდგენენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დონალდ ტრამპს სოციალურ ქსელებში ანგარიშები 2021 წლის 6 იანვრის მოვლენების შემდეგ, განუსაზღვრელი ვადით დაუბლოკეს.

აღსანიშნავია, რომ „მეტამდე“ ექსპრეზიდენტს დაბლოკილი ანგარიში „ტვიტერმაც“ აღუდგინა, თუმცა დონალდ ტრამპი მიკრობლოგზე ჯერჯერობით არ დაბრუნებულა. მან 2021 წელს საკუთარი სოციალური ქსელი – Truth Social-ი აამოქმედა, სადაც ხუთ მილიონამდე გამომწერი ჰყავს. „ფეისბუქზე“ კი ტრამპს სამი მილიარდი გამომწერი ჰყავდა.

მსგავსი