კომპანია „მეტაში“ აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპს „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ დაბლოკილ ანგარიშებს აღუდგენენ
კომპანია „მეტაში“, რომელიც „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამს“ აერთიანებს, აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაბლოკილ ანგარიშებს უახლოეს მომავალში აღუდგენენ. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
დონალდ ტრამპს სოციალურ ქსელებში ანგარიშები 2021 წლის 6 იანვრის მოვლენების შემდეგ, განუსაზღვრელი ვადით დაუბლოკეს.
აღსანიშნავია, რომ „მეტამდე“ ექსპრეზიდენტს დაბლოკილი ანგარიში „ტვიტერმაც“ აღუდგინა, თუმცა დონალდ ტრამპი მიკრობლოგზე ჯერჯერობით არ დაბრუნებულა. მან 2021 წელს საკუთარი სოციალური ქსელი – Truth Social-ი აამოქმედა, სადაც ხუთ მილიონამდე გამომწერი ჰყავს. „ფეისბუქზე“ კი ტრამპს სამი მილიარდი გამომწერი ჰყავდა.