მსოფლიოს ჩემპიონატი სამბოში საქართველომ ოძელაშვილის ბრინჯაოთი დაიწყო
რუსეთის ქალაქ სოჭში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი სამბოში, სადაც პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს ერთი მედლის მოპოვება შეძლო. ქალებს შორის 72-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ნინო ოძელაშვილმა შეძლო პოდიუმის მესამე საფეხურზე ასვლა.
კაცებს შორის საქართველოს ნაკრებს პირველ დღეს სამი მონაწილე ჰყავდა, მაგრამ სამივე – გივი ნადარეიშვილი (52 კგ), შმაგი ლაგაზური (68 კგ) და პაატა ღვინიაშვილი (90 კგ) ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ ბრძოლას და მედლების გარეშე დარჩნენ.
სამბოში მსოფლიოს ჩემპიონატი 12 ნოემბრამდე გაგრძელდება.