„მსოფლიო საოჯახო კონგრესის“ პრეზიდენტი აცხადებს, რომ ლევან ვასაძეს აშშ-ში მაღალი დონის ლიდერებთან, მათ შორის დონალდ ტრამპთან შეხვედრაში დაეხმარება
ჩემი მიზანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში და საერთოდ დასავლეთში გავავრცელო ინფორმაცია საზოგადოებრივ მოძრაობა „ერის“ შესახებ, რომ არის იმედი, ნამდვილი, კონსერვატიული დროშა აღიმართოს საქართველოში, – ამის შესახებ „მსოფლიო საოჯახო კონგრესის“ პრეზიდენტმა, ბრაიან ბრაუნმა მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელ ლევან ვასაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბრაიან ბრაუნმა განაცხადა, ის, როგორც მრჩეველი, დახმარება მოძრაობას განვითარებაში.
„წლების მანძილზე მინდოდა, ლევან ვასაძეს ასეთი საზოგადოებრივი ორგანიზაციას დაეფუძნებინა. მისი ოჯახი და ის მიმაჩნია ძალიან ახლობლად. მას შემდეგ, რაც ჩვენ პირველად შევხვდით, მიმაჩნდა, რომ ლევანი არის ლიდერი, რომელსაც მხარს დავუჭერდი. მზად ვარ, დავეხმარო საზოგადოებრივ მოძრაობას „ერი“. ყველაფერი, რაც შემიძლია გავაკეთო აშშ-ში. ხვალ დილით გავფრინდები სახლში და მალე დავბრუნდები თბილისში. ჩემი მიზანია, რომ შეერთებულ შტატებში და საერთოდ დასავლეთში გავავრცელო ინფორმაცია საზოგადოებრივ მოძრაობა „ერის“ შესახებ, ეს მესიჯი გზავნილი, რომ არის იმედი, ნამდვილი, კონსერვატიული დროშა აღიმართოს საქართველოში. ჩვენ გვყავს მთელ მსოფლიოში ჯგუფები, რომლებიც არიან მსოფლიო საოჯახო კონგრესის, როგორც დიდი პლატფორმის პარტნიორები. იმედი მაქვს, მოძრაობა „ერის“ წარმომადგენლები მალე ესტუმრებიან ამერიკას საქმიანი ვიზიტით და ექნებათ საშუალება, ვრცლად გააშუქონ თავისი საქმიანობა ამერიკული სატელევიზიო არხების მეშვეობით“, – განაცხადა ბრაიან ბრაუნმა.
მისივე თქმით, განიხილება, რომ საქართველოში ჩატარდეს ფართომასშტაბიანი ღონისძიება, მსოფლიოს კონსერვატორი ლიდერების მონაწილეობით.
„ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, როგორც მრჩეველი. ვიცნობ ბევრ პოლიტიკურ ლიდერს აშშ-ში. ძალიან ოპტიმისტურად და იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ლევანს ჩამოვიყვანთ ამერიკაში და შევახვედრებთ ისეთ ლიდერებს, როგორიც არის სტივენ ბენონი, კონგრესის წევრებს, პოტენციურად პრეზიდენტ ტრამპს. მიმაჩნია, რომ ინფორმაციის კომუნიკაცია იმის შესახებ, რა ხდება საქართველოში და მხარდაჭერის მოზიდვა მთელი მსოფლიოდან, არის ის, რასაც მე ვეცდები, გავაკეთო. დარწმუნებული ვარ, თუ ლევანს მივცემთ მიკროფონს, გულიდან დაელაპარაკება ამერიკელებს და სხვა დასავლელებს, ძალიან ბევრი დახმარება წამოვა მისთვის და მოძრაობა „ერისთვის“, – განაცხადა ბრაიან ბრაუნმა.
ამასთან, ბრაიან ბრაუნმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა საქართველოში დაგეგმილ ე.წ. პრაიდთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვიზიარებთ ფუნდამენტურ რწმენას საღრმთო განგებულების, ფუნდამენტურ სიყვარულს ოჯახური ღირებულებებისა და სურვილს თითოეული ერის, რომ თავად მართოს საკუთარი თავი. ვარ ლევანის მეგობარი, მოლოდინით შევყურებ თავგადასავალს, რომელშიც ის გაეხვია. გავაკეთებ ყველაფერს, რათა დახმარება აღმოვუჩინო საზოგადოებრივი მოძრაობა „ერი“. მე მგონია, პრაიდი ძალიან არასწორი რამ არის. კულტურებს აქვთ მორალი, ტრადიცია და ძალიან არასწორია, დაარტყათ ოჯახურ ღირებულებებს, საჯაროდ შეუტიოთ მორალს. რატომ ირჩევენ ისინი სამინზედ საქართველოს? რატომ არის, რომ ყოველწლიურად ცდილობენ, ჩაგიტარონ ეს ღონისძიება? ეს არის ორგანიზებული მცდელობა, დაანგრიონ ქართული ფასეულობები. უნდა იყოს პატივისცემა რელიგიის, ოჯახის, მორალურობის და ეს ე.წ. პრაიდის აღლუმი არც ერთს ამას არ აკეთებს, ის ურტყამს ყველაფერ ამას“, – განაცხადა ბრაუნმა.