მსოფლიო პატრიარქი მოქალაქეებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრისკენ მოუწოდებს
მსოფლიო პატრიარქი ბართლომე მოქალაქეებს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრისკენ მოუწოდებს.
კონსტანტინოპოლის პატრიარქის განცხადებით, ზოგიერთი ადამიანის მიერ გამოხატული შიში „სრულად აბსურდული და უსამართლოა“.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ აიცრან, რათა თავიდან იქნას აცილებული სერიოზული საფრთხეები, რაც მათ სიკვდილამდე მიიყვანს. ჩვენ, როგორც ეკლესია, როგორც რელიგია, განსაკუთრებით მსოფლიო საპატრიარქო, პატივს ვცემთ მეცნიერებას, მეცნიერების წარმომადგენლებს, მეცნიერების აღმოჩენებსა და მათ ჩვენს ცხოვრებას ვუსაბამებთ“, – განაცხადა პატრიარქმა ბართლომემ „მეგასთან“ ინტერვიუში.
რაც შეეხება პანდემიის უარმყოფელებსა და ვაქცინების მოწინააღმდეგეებს, პატრიარქმა ბართლომემ თქვა, რომ „ისინი არ ფიქრობენ სწორად, არ ფიქრობენ ლოგიკურად და უსამართლოდ ექცევიან საკუთარ თავს, თავიანთ ახლობლებს, რადგან მათ შეუძლიათ, კორონავირუსი გადასცენ თავიანთ თანამოძმეებს ამის გაცნობიერების გარეშე, რაც დიდი საფრთხეა“.