მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მსახიობის ცხედარი სადარბაზოში ნახეს და მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.