მსახიობი გიორგი ნაკაშიძე ექსპერიმენტული პროექტისთვის ემზადება.
27 ნოემბერს კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო სივრცე, მსახიობის მიერ სხვადასხვა პერიდოში გადაღებული ფოტო მასალების გამოფენა გაიმართება. ფოტოგამოფენა სახელწოდებით, „ელექტრონული ხილვები“ თეატრის ფოიეში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება.
ნამუშევრებს გიორგი ნაკასიძე ხუთი წლის განმავლობაში, ამ გამოფენისთვის აგროვებდა. ეს მისი პირველი პერსონალური ფოტოგამოფენა იქნება.
„მე განათლებით მსახიობი ვარ და უკვე 27 წელი ჩემთვის უსაყვარლეს საქმეს ვემსახურები. როდესაც მეკითხებიან რა პროფესიის ვარ, ღიმილით და ცოტა ირონიითაც ვპასუხობ, რომ მე ვარ მსახიობი, მაგრამ ყოველთვის ვთვლიდი და ახლაც ასე ვთვლი, რომ ხელოვნების ნებისმიერ დარგში მოღვაწე ადამიანს მაინც არტისტი ჰქვია. ეს სიტყვა უფრო კარგად გამოხატავს ამ ადამიანების არსს. ის ჩემთვის ჯადოსნური გასაღებია სამყაროში არსებული ასოციაციების, ხილული თუ უხილავი სახეების, მყუდრო ოთახების გასაღებად.
ფოტოგრაფია კი ჩემთვის გაზიარების ერთ – ერთი უსაყვარლესი ფორმაა”, – აცხადებს მსახიობი.
გიორგი ნაკაშიძე ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობია, რომლის კარიერაშიც ათეულობით თეატრალური როლი და ოცამდე ტელეროლი ირიცხება. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ზაზა ურუშაძის 2013 წლის ფილმით „მანდარინები“, რომელშიც ჩეჩენი მებრძოლის, აჰმედის როლი შეასრულა.
2014 წელს გიორგი ნაკაშიძემ მიიღო მთავარი პრიზი საუკეთესო მსახიობი კაცისათვის ევრაზიის საერთაშორისო კინოფესტივალზე.